Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

08:09 27.10.2013
ვაკის N50 საარჩევნო უბანი 8:00 სთ-ზე, ყოველგვარი ექსცესების გარეშე გაიხსნა. პირველი ამომრჩეველი ხმის მისაცემად N50 უბანზე 8:01 სთ-ზე გამოცხადდა. მან ხმის მიცემის შემდეგ გვითხრა, რომ ”ხმა ნამდვილ საქართველოს მისცა”. - გვატყობინებს ხატია ქირია (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
08:18 27.10.2013
ხმის მიცემა დაიწყო თბილისის N50 საარჩევნო უბანზე. - გვატყობინებს თამთა ყიფიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
08:21 27.10.2013
რუსთავის N7 საარჩევნო უბანზე უკვე მეორე ამომრჩეველი აძლევს ხმას. - გვატყობინებს თინათინ გეგენავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
09:24 27.10.2013
თბილისის N28 საარჩევნო უბანში 9:00 საათისათვის უკვე 40-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. - გვატყობინებს ანა ხოშტარია (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG