Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა "ერედვისა" და "ლეზერნიკის" საარჩევნო უბნების მონაცემებით


ავღანეთში, საქართველოს სამხედრო ბაზებზე გამართული ორი საარჩევნო უბნის მონაცემებით, დავით ბაქრაძეს გიორგი მარგველაშვილმა 104 ხმით მოუგო. ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების დათვლა უკვე დასრულდა. საბოლოო შედეგები ასეთია: გიორგი მარგველაშვილი - 700 ხმა, ხოლო დავით ბაქრაძე - 596 ხმა. საარჩევნო უბან "ერედვზე" ლიდერობდა დავით ბაქრაძე და მას ჰქონდა 318 ხმა, ხოლო გიორგი მარგველაშვილს - 285. საარჩევნო უბან "ლეზერნეკზე" კი გიორგი მარგველაშვილმა მოიპოვა 415 ხმა, ხოლო დავით ბაქრაძემ 278 ხმა. დანარჩენმა კანდიდატებმა კი ბევრად ნაკლები ხმები დააგროვეს.
XS
SM
MD
LG