Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელ მსახიობ ქალს წლინახევრით პატიმრობა მიუსაჯეს


ირანელ მსახიობ და რეჟისორ ქალს, ფეგაჰ აჰანგარანის წლინახევრით პატიმრობა მიუსაჯეს. ის, ჩანს, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების გამო სცნეს დამნაშავედ. ირანის სააგენტო ირნას ცნობით, აჰანგარანი ცნობილია სამოქალაქო აქტიური პოზიციით, გამოხატავდა თავის აზრს პოლიტიკურ მოვლენებზე და ინტერვიუებს აძლევად დასავლეთის მასმედიას. ფრანც პრესის სააგენტოს ცნობით, სანამ მსახიობი ქალი მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში შევა და ის გარეთაა, აჰანგარანის ეკძალება უცხოეთში წასვლა. მისი ოჯახი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში პრეზიდენტ როჰანის ხელისუფლებაში მოსვლით ატმოსფერო შეიცვლება და აჰანგარანის საქმეს კვლავ განიხილავენ. როჰანის მიმართ მსახიობმა ქალმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG