Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში დააკავეს ტაინანმენის მოედანზე ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილები


ჩინეთის პოლიციამ დააკავა ხუთი ეჭვმიტანილი, რომლებსაც ბრალად ედებათ კავშირი სისხლიან ინციდენტთან, რომელიც პეკინში ტიანანმენის მოედანზე მოხდა ორშაბათს. ხუთი პირი დაიხოცა, სამი მანაქანში და ორი ტიურისტი და 38 დაშავდა ავარიის დროს, როცა მანქანა მოედანზე შეეტაკა ადამიანების ჯუფს. პოლიციის თანახმად, ინციდენტი იყო გულმოდგინედ დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმა. ამავე ცნობით, მანქანაში ნახეს დანები, რკინის კეტები, საწვავი და დროშა, რელიგიური-ექსტრემისტული ლოზუნგით. სამი დახოცილი პირი და ხუთი ეჭვმიტანილი, გვარების მიხედვით, მაჰმადიანი, იუღურების რეგიონიდან უნდა იყვნენ . პეკინი მათ ტერორისტული თავდასხმების მოწყობას აბრალებს, ემიგრანტი იუღურები ხელისუფლებას სდებენ ბრალად მუქარის გადაჭარბებაში იმ მიზნით, რათა თავიანთი მძაფრი მმართველობა გაამართლონ.
XS
SM
MD
LG