Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშის სასამართლომ ორ პირს ომის დანაშაულებისთვის სიკვდილი მიუსაჯა


ბანგლადეშში სასამართლომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სიკვდილი მიუსაჯა ორ ბანგლადეშელს, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობენ. საუბარია დანაშაულებზე, რომლებიც, სასამართლოს დადგენილებით, ჩაიდინეს 1971 წელს, ქვეყნის პაკისტანისგან დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის წარმოებულ ომში. ბანგლადეშის საერთაშორისო დანაშაულთა ტრიბუნალის ეს გადაწყვეტილება კვირას გამოცხადდა. ამჟამად აშშ-ში მცხოვრები აშრაფუზამან ხანი და ბრიტანეთში მცხოვრები ჩოუდჰური მუენ-უდინი დაუსწრებლად გაასამართლეს და დამნაშავედ სცნეს 1971 წლის დეკემბერში დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი 18 პირის გატაცებასა და მკვლელობაში. ეს ტრიბუნალი 2010 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ომის დროს პაკისტანის არმიასთან კოლაბორაციაში ეჭვმიტანილთა გასამართლებას. ომს სამი მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG