"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ჩამოხიეს და დაწვეს ფოთში, მთავარ გამზირზე გამოფენილი რუსული დროშა. ფოთის მერის, დავით სარსანიას განმარტებით, რუსეთის დროშა 17 სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად დღეს, საღამოს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გამოიფინა, რასაც სოციალური ქსელებით პროტესტი მოჰყვა. დავით სარსანიას ცნობით, ფესტივალის ორგანიზატორია ბავშვთა დამოუკიდებელი სტუდია "თეთრი თოლია". "როგორც გავარკვიე, ამ ფესტივალზე რუსეთი მოწვეული არ იყო, მაგრამ მათ თავად გამოთქვეს მასში მონაწილეობის სურვილი. თვითმმართველობას ფესტივალის ორგანიზებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის“, - განაცხადა დავით სარსანიამ.
ყველაზე პოპულარული
1