Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მთავარ საფრთხე ავღანეთიდან ტერორიზმის გავრცელებას მიიჩნევს


რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთისათვის მთავარ საფრთხე წარმოადგენს საერთაშორისო ტერორიზმი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე, შესაძლოა ავღანეთიდან საერთაშორისო კოალიციური ძალების გასვლის შემდეგ, გავრცელდეს. ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიციური ძალები ავღანეთს 2014 წლის ბოლოსათვის დატოვებენ. შოიგუ სატელევიზო ინტერვიუში, რომელიც მან რუსეთის პირველ არხს მისცა, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების თემასაც შეეხო და ამ პროცესს სრულიად „დაუსაბუთებელი“ უწოდა.
XS
SM
MD
LG