აფხაზეთიდან დევნილთა 85 ოჯახი თბილისში, ყვარლის ქუჩაზე მდებარე შენობაში შეასახლეს. განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ბინები ფარული კენჭისყრით გაანაწილა. სამინისტროს განცხადებით, წლის ბოლომდე ბინას მიიღებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი კიდევ ათასზე მეტი ოჯახი.