Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადის პოლიციამ 340 ადამიანი დააკავა ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის


კანადის პოლიციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია 340 ადამიანის დაკავების თაობაზე, რომლებიც ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში არიან ეჭვმიტანილი. 108 ადამიანი კანადაში დააკავეს, 75 ამერიკაში, დანარჩენი სხვადასხვა ქვეყანაში. გამოძიების ცენტრში, რომელიც სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოექცა ტორონტოში ბაზირებული კომპანია „აზოვ ფილმს“. მისი ხელმძღვანელი კანადელი ბრაიან მეი 2011 წლიდან პატიმრობაში იმყოფება. პოლიცია აცხადებს, რომ გადაღებებში მონაწილეობდა 400-ზე მეტი არასრულწლოვანი. პოლიციის თქმით, განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დაკავებულთა ნაწილი პროფესიით ახლოს დგას ბავშვებთან. დაკავებულთა შორის აღმოჩნდნენ ექიმები, სკოლის მასწავლებლები, მღვდელმსახურები.
XS
SM
MD
LG