Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშაბათს ვენაში გაიმართება აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა


აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები სამშაბათს, ვენაში განაახლებენ მოლაპარაკებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე. მოლაპარაკება ტარდება ეუთოს მინსკის ჯგუფის ხელშეწყობით. აზერბაიჯანს და სომხეთს შორის ტერიტორიულ დავას იწვევს მთიანი ყარაბაღი, რომელიც აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ ადგილობრივი სომეხი სეპარატისტების მიერ კონტროლდება გასული საუკუნის 90-იანი წლების ომის შემდეგ. კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ ძალისხმევას ჯერ შედეგი არ მოჰყოლია. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს.
XS
SM
MD
LG