Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასახელდა საქართველოდან ვილნიუსის სამიტზე დამსწრეთა ვინაობა


დასახელდა შემადგენლობა საქართველოს დელეგაციისა, რომელიც ვილნიუსში დაესწრება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს. სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ დელეგაციაში რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს, იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მისი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. დელეგაციის შემადგენლობაში იქნება თავად ალექსი პეტრიაშვილიც. ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 28-29 ნოემბერს გაიმართება, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას ელის.
XS
SM
MD
LG