საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად ოთარ ფარცხალაძის ყოფილი მოადგილე, ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა. იგი ამ პოსტზე 2009 წლიდან მუშაობდა. ოთარ ფარცხალაძე კი საქართველოს გენერალური პროკურორის ფუნქციების შესრულებას 21 ნოემბრიდან შეუდგა.