Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობამ პირველი სხდომა გამართა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით პირველი სხდომა გამართა და რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ. სხდომის შემდეგ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ნოემბერში, ეგეოსის ზღვაში ჩაძირული გემის "სტელას" დაკარგული კაპიტნის ლევან თებიძის სამძებრო სამუშაოებს ეკონომიკის სამინისტრო დააფინანსებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. მთავრობის სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის მიზანშეწონილობის კვლევას 5 მილიონი დოლარით დააფინანსებს საპარტნიორო ფონდი. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, კვლევას მსოფლიოს საუკეთესო კომპანიები ჩაატარებენ, რაც აუცილებელია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში შესაბამისი დოკუმენტაციის წარსადგენად. მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ამ კვირაში საცხოვრებელი ბინები გადაეცემა 900-მდე სამხედრო მოსამსახურეს. შესაბამისი დადგენილება მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG