Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია: თანაბრად უნდა იყოს დაცული უმცირესობების უფლებები


საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო თბილისში, ხანუქის დღესასწაულისთვის დამონტაჟებული ტრიბუნის დარბევა და პლაკატების ჩამოხევა. „მიგვაჩნია, რომ საქართველოში ყველა ეთნიკური, თუ რელიგიური უმცირესობის უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული. მაშინ, როდესაც ჩვენი ერი ებრაელ ხალხთან 26 საუკუნოვან მეგობრობას უსვამს ხაზს და ამაყობს იმით, რომ საქართველოში არასოდეს ჰქონია ადგილი ანტისემიტიზმსა და ანტიიუდაიზმს, მომხდარი ფაქტი საპირისპიროს მეტყველებს“, - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია გამოთქვამს რწმენას, რომ ეს ინციდენტი უარყოფითად არ იმოქმედებს საზოგადოებაზე, რომელსაც სწორად ესმის ებრაელ ხალხთან მეგობრობის არსი. საინფორმაციო სააგენტოები შსს-ს დაყრდნობით იუწტყებიან, რომ 4 დეკემბერს მომხდარი ინცოდენტის გამო ხულიგნობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული.
XS
SM
MD
LG