Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის გარშემო აფეთქებებმა ოცდაათზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა


ერაყის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბაღდადში და მის შემოგარენში კვირას მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 33 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია კიდევ ათობით პირი. სულ მცირე 11 აფეთქება მოხდა ბაღდადში, ძირითადად შიიტებით დასახლებულ უბნებში. მათი უმეტესობა მანქანებში დამონტაჟებულმა ბომბებმა გამოიწვია. ერაყში ძალადობის დონემ წელს მიაღწია ყველაზე მაღალ ნიშნულს 2008 წლის შემდეგ - როცა ქვეყანაში კონფესიებს შორის სისხლიანი დაპირისპირების პერიოდი იდგა. გაეროს შეფასებით, წელს ერაყში ძალადობას 8,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG