Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ჩხატარაშვილს პატიმრობა შეეფარდა


მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 8 დეკემბერს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილის დავით ჩხატარაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. დავით ჩხატარაშვილი პროკურატურამ 7 დეკემბერს დააკავა. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზება.
XS
SM
MD
LG