Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პაკისტანში ჩავიდა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი პაკისტანს ეწვია პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შესახვედრად. პენტაგონის ცნობით, ჰეიგელი მოელის „გულახდილ და ნაყოფიერ საუბრებს“ საერთო საფრთხეებზე და მეზობელ ავღანეთში სტაბილურობის ხელშესაწყობ ზომებზე. ჰეიგელის ვიზიტის ფონია დაძაბულობა პაკისტანში შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავების იერიშების გამო. თუმცა, ბოლოხანს დაძაბულობა შედარებით განიმუხტა: შარიფი ოქტომბრის მიწურულს შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას.
XS
SM
MD
LG