Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს 50 წელი შეუსრულდებოდა გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას


დღეს 50 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას. საქართველოს პარლამენტის და კონრად ადენაუერის ფონდის ინიციატივით, თბილისში გაიმართა კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობა - გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ.“ კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. დღესვე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზურაბ ჟვანიას სახელობის კაბინეტი გაიხსნა.
XS
SM
MD
LG