Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრეზიდენტმა სერბულადაც მიმართა პარლამენტარებს


კოსოვოს პრეზიდენტმა ატიფეტე იაჰიაგამ დღეს პარლამენტში ყოველწლიური მიმართვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კოსოვოში ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანია, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. კოსოვოს ლიდერმა პარლამენტარებს მიმართა სერბულ ენაზეც და კოსოვოს ყველა მოქალაქეს მოუწოდა, ითანამშრომლონ უკეთესი მომავლისათვის. ის გამოვიდა ასევე მოწოდებით, მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიონ ევროკავშირის შუამავლობით ბელგრადსა და პრიშტინას შორის დიალოგს. კოსოვომ 2008 წლის თებერვალში გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მას სერბია არ ცნობს.
XS
SM
MD
LG