Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკი კვირას ბერლინში გამართავს პრესკონფერენციას


რუსი ყოფილი ნავთობმაგნატი მიხაილ ხოდორკოვსკი თავის მომავალ გეგმებზე ისაუბრებს პრესკონფერენციაზე, რომელიც კვირას გაიმართება ბერლინში. საინფორმაციო საშუალებები იმოწმებენ ამის თაობაზე ხოდორკოვსკის წარმომადგენლის მიერ შაბათს გაკეთებულ განცხადებას. გერმანიის მედიის თანახმად, შაბათს ხოდორკოვსკი ბერლინში შეხვდა თავის ვაჟს, პაველს, რომელიც ნიუ-იორკიდან ჩავიდა გერმანიაში. ასევე მოელიან, რომ ის ბერლინში შეხვდება თავის მშობლებსაც. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ პარასკევს ხოდორკოვსკის განთავისუფლებას პატიმრობიდან. ხოდორკოვსკიმ, რომელიც კრემლის ცნობილი კრიტიკოსი იყო, ათ წელზე მეტი გაატარა ციხეში მას მერე, რაც მას გადასახადების გადაუხდელობასა და ქონების მიტაცებაში დასდეს ბრალი. კრემლის კრიტიკოსთა აზრით, ეს ბრალდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
XS
SM
MD
LG