Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში კორუფციული სკანდალის გამო მესამე მინისტრი გადადგა


ოთხშაბათს თანამდებობიდან გადადგა თურქეთის გარემოს დაცვის მინისტრი, რომელიც მინისტრთა კაბინეტის მესამე წევრია, რომელიც თანამდებობას კორუფციული სკანდალის გამო ტოვებს. ედროან ბაირახტარმა დატოვა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანო და გადადგომისაკენ პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიმ ეროდანსაც მოუწოდა. ოთხშაბათს უფრო ადრე კორუფციული სკანდალის გამო, თანამდებობიდან გადადგნენ თურქეთის ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრები. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა კორუფციული დანაშაულის გამოძიებას უცხოეთიდან ორკესტრირებული, ქვეყნის დესტაბილიზაციისაკენ მიმართული შეთქმულება უწოდა.
XS
SM
MD
LG