Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთისათვის საბაჟო კავშირის „საგზაო რუკა“ შეიქმნა


სამშაბათს გამართული ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთისათვის შეიქმნა საბაჟო კავშირში შესვლის ისეთივე საგზაო რუკა, როგორიც ყირგიზეთისათვის. პუტინის თანახმად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების ბელორუსიისა და ყაზახეთის, და წევრობის მსურველი სომხეთისა და ყირგიზეთის ლიდერებმა იმსჯელეს ახალი წევრების მიღების საკანომდებლო საფუძველებზე და განსაზღვრეს კავშირის ამოცანები. პუტინმა აღნიშნა, რომ საბაჟო კავშირის ევრაზიული ეკონომიკური კავშირად გარდაქმნის ხელშეკრულება 2014 წლის მაისისთვის იქნება მზად, ხოლო თავად კავშირის სრული დატვირთვით 2015 წელს ამოქმედდება. დსთ-ს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტს ესწრებოდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი, რომელიც მისი ქვეყნისათვის დამკვირვებლის სტატუსის მიღებას ესწრაფვის. რუსეთი აგრძელებს ზეწოლას უკრაინაზე, რათა კიევმა ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის ნაცვლად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საბაჟო კავშირში გაერთიანდეს.
XS
SM
MD
LG