Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინელი ჟურნალისტის ცემის გამო


აშშ შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინელი ჟურნალისტის ტატიანა ჩორნოვილის ცემის ფაქტის გამო. მას რამდენიმე დღის წინ ორი უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და სასტიკად სცემა. როგორც რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტი იტყობინება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯენ პსაკის სიტყვებით, აშშ გამოხატავს წუხილს იმის გამო, რომ სულ უფრო და უფრო მატულობს ძალადობის ფაქტები იმ აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც კიევში ევრომაიდანზე მიმდინარე აქციებში იღებენ მონაწილეობას ან ამზადებენ რეპორტაჟებს. ჯენ პსაკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპელი პარტიორები ყურადღებით დააკვირდებიან ჟურნალისტის ცემის და სხვა ანალოგიური შემთხვევების გამოძიების პროცესს. ტატიანა ჩორნოვილი უკრაინაში ცნობილია პუბლიკაციებით, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს. მის სტატიაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, საუბარი შეეხებოდა მაღალჩინოსანთა შემოსავლებს. ჩორნოვილი აქტიურად იღებს მონაწილეობას ევრომაიდანზე მიმდინარე აქციებში, რომელიც თვეზე მეტია კიევში ევროინტეგრაციის მოთხოვნით მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG