Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუშანბე რუსეთისგან თავისი მოქალაქის სასტიკად მოკვლის გამო მოქმედებას მოითხოვს


ტაჯიკეთის ხელისუფლება მოითხოვს რუსეთისგან მოძებნოს და დასაჯოს ეთნიკურად ტაჯიკი მოქალაქის მკვლელები. რუსეთში ტაჯიკეთის საელჩოს პრესმდივნის, მუჰამად ეგამზოდის თქმით, ტაჯიკეთის ოფიციალურმა პირებმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს რუსეთის ხელისუფლების მისამართით, 32 წლის შოჯონ რაჰმათშოევის სასტიკი მკვლელობის გამო. რაჰმათშოევს 26 დეკემბერს თავის სახლთან დახვდნენ უცნობი პირები და 25 ჭრილობა მიაყენეს, გადაუჭრეს ყელი. ტაჯიკეთის ახალი ამბების სააგენტოს, ავესტას, თანახმად, მას თავი მოკვეთეს. თავდამსხმელებს ფული და ძვირფასეულობა არ წაუღიათ. გვამის ამოცნობა თავიდან გაჭირდა, რადგან ის დასახიჩრებული იყო. გვამის ამოცნობა რაჰმათშოევის მეზობლებმა და თანამშრომლებმა შეძლეს.
XS
SM
MD
LG