Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთში ჩავა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი გეგმავს იანვრის პირველ რიცხვებში ეწვიოს ისრაელს და პალესტინელთა ტერიტორიებს, რათა ზეწოლა გააგრძელოს ისრპაელსა და პალესტინელთა ავტონომიის ლიდერებზე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. კერი შეხვდება ისრაელის და პალესტინის ავტონომიის ლიდერებს. ბოლო თვეებში კერი არაერთხელ სტუმრობდა რეგიონს და ორივე მხარეს მოსთხოვა, მიიღონ წინასწარი ჩარჩო -შეთანხმება აპრილამდე. მოლაპარაკებებზე წინსვლა მცირეა. ცნობებით, პროცესს აფერხებს ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიებზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ებრაელთათვის ახალი 1400 სახლის მშენებლობა, რასაც პალესტინელები უარყოფითად უყურებენ.
XS
SM
MD
LG