Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოსა და ავღანეთის არმიის სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა


აღმოსავლეთ ავღანეთში ნატოსა და ავღანეთის არმიის სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას უცხოელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. პროვინცია ნანგარჰარის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანახმად, დღეს დილით ბაზის ჭიშკართან თვითმკვლელმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა, რის შემდეგაც ოთხი მეამბოხე შეეცადა ობიექტზე შტურმის განხორციელებას. სროლისას ყველა თავდამსხმელი მოკლულ იქნა. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ნატოს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის მოქალაქეობაზე ცნობები არ გავრცელებულა. საინფორმაციო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ უკანასკნელ ხანებში ავღანეთში მეამბოხეთა თავდასხმების გაძლიერება შეინიშნება იმის ფონზე, რომ საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტი წლის ბოლოს ქვეყნის დატოვებისთვის ემზადება.
XS
SM
MD
LG