Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსავათი აზერბაიჯანის ოპოზიციურ ალიანსს ტოვებს


აზერბაიჯანის ყველაზე ძველი პოლიტიკური პარტია, მუსავათი (თანასწორობა), ტოვებს ამ ქვეყნის დემოკრატიული ძალების ეროვნულ საბჭოდ წოდებულ, ოპოზიციურ უდიდეს ალიანსს ამ ქვეყანაში. პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, მეჰმან ჯავადოღლუმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გადაწყვეტილება 5 იანვარს მიიღეს. თავისი გადაწყვეტილების გამო პარტია ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. მუსავათების პარტია 1911 წელს შეიქმნა და აზერბაიჯანში ბოლშევიკური ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აიკრძალა. 1989 წელს პარტია კვლავ აღორძინდა და 1993 წლის შემდეგ ოპოზიციური ძალაა.
XS
SM
MD
LG