Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 73-ს მიაღწია აფეთქებებსა და შეტაკებებში დაღუპულთა რაოდენობამ


სულ ცოტა 73 ადამიანი დაიღუპა ერაყში ოთხშაბათს, რომელიც ყველაზე სისხლიანი დღეა მიმდინარე თვის განმავლობაში. აფეთქებების სერიას ადგილი ჰქონდა ერაყის დედაქალაქში. სულ ცოტა შვიდი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა ბაღდადში, უმეტესწილად შიიტებით დასახლებულ უბნებში. მათ შორის იყო აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ბუჰრიზში, დაკრძალვის ცერემონიისათვის მომზადებულ ადგილას. დაიღუპა სულ ცოტა 16 ადამიანი. შეტაკებები მიმდინარეობდა ქალაქ რამადიში და სოფელ საკლავიაში, რომელიც ქალაქ ფალუჯის მახლობლად მდებარეობს. ცნობების თანახმად, ერაყელმა სამხედროებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს მეამბოხეების პოზიციებზე ფალუჯის აღმოსავლეთით. სამხედროები აცხადებენ, რომ მოკლეს 11 შეიარაღებული პირი. რეგიონში ძალადობა დაიწყო 15 დღის წინ, როცა ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტებმა კონტროლი დაამყარეს ფალუჯასა და რამადის ზოგ რაიონზე.
XS
SM
MD
LG