Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკაკი მინაშვილი: სახელმწიფო ზიანის თავიდან ასაცილებლად შეუთანხმდა პატარკაციშვილის ოჯახს


400 მილიონი, რომელსაც პატარკაციშვილის ოჯახი საარბიტრაჟო სასამართლოში ითხოვდა, დააზარალებდა არა ხელისუფლებას, ან კონკრეტულ პარტიას, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტს და მოქალაქეებს - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა. მისივე თქმით, სახელმწიფო სწორედ ზიანის თავიდან ასაცილებლად შეუთანხმდა პატარკაციშვილის ოჯახს და რამდენიმე კომპანია გადასცა. მინაშვილის განცხადებით, მსგავს მორიგებაში უკანონო არაფერია, მათ შესახებ დღევანდელი ხელისუფლების განცხადებები კი ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო პოლიტიკური სპეკულაციაა. დღესვე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატმა ლაშა ბირკაიამ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებასთან გაფორმებული მემორანდუმის ბევრი პირობა არ შესრულებულა, მათ შორის, არ დაბრუნებულა მეტალურგიული ქარხნის აქტივები, რომლებიც გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახმა ხელახლა შეიძინა 86 მილიონ ლარად.
XS
SM
MD
LG