Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუიჟნიეკსი თბილისში იმყოფება. დღეს ნილს მუიჟნიეკსი საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი იყო უმცირესობათა უფლებებზე, სასამართლო სისტემის მდგომარეობასა და მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის იდეაზე. დღესვე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს შეხვდა. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საუბარი იყო ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და პოლიციის რეფორმაზე. საქართველოში ნილს მუიჟნიეკსის ვიზიტი დღეს დაიწყო და 24 იანვარს დასრულდება.
XS
SM
MD
LG