Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკება ცხადყოფს პოზიციებს შორის მკვეთრ სხვაობას


სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელსაც შვეიცარია მასპინძლობს, პირველივე დღეს გამოიკვეთა მკვეთრი სხვაობა დაპირისპირებული მხარეების პოზიციებს შორის. სირიის მმართველი რეჟიმის წარმომადგენლებმა უარყვეს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის და გარდამავალი მთავრობისათვის გზის გათავისუფლების მოთხოვნა. მეორე მხრივ, სირიელმა ოპოზიციონერებმა და შეერთებულმა შტატებმა გამოთქვეს შეფასება, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა ლეგიტიმურობა დაკარგა და უნდა გადადგეს. სამშვიდობო მოლაპარაკება ოთხშაბათს დაიწყო ქალაქ მონტრეში მაშინ, როცა სირიიდან იუწყებიან მორიგი შეტაკებების შესახებ. სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ვალიდ ალ-მუალემმა ტერორისტები და უცხოეთის მთავრობები დაადნააშაულა ქვეყნის გასანადგურებლად მუშაობაში. მოსალოდნელია, რომ სირიის მთავრობის და მეამბოხეების წარმომადგენლები პარასკევს გამართავენ პირისპირ პირველ მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG