Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, დღეს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს დიდიე ბურკჰალტერს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა დიდიე ბურკჰალტერს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და რუსეთთან შუამავლის მისიის შესრულებისთვის. დღესვე დავოსში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტის შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ EBRD-ს ყოველწლიური შეხვედრა 2015 წელს საქართველოში გაიმართება, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციას დავოსში საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა უმსხვილეს კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში ინვესტირებას აპირებენ. „განვიხილეთ მთელი რიგი პროექტები და მიმდინარეობს საუბარი კონკრეტულ წინადადებებზე,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
XS
SM
MD
LG