Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქციაზე შეხლა-შემოხლა მოხდა


საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დაპირისპირება მოხდა. მინისტრ სოზარ სუბარის საწინააღმდეგო აქციაზე, რომელსაც ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა" მართავდა , სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კერძოდ, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა სამინისტროსთან ბუშტებზე შებმული სოზარ სუბარის ფიტული, ასევე ინდაური მიიყვანეს და აქციას მართავდნენ. სამინისტროსთან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მიშა მესხი და რატი მაისურაძე მივიდნენ. აქციის მონაწილეებსა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვანო მერაბიშვილი სოზარ სუბარის პირადი პატიმარია. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულები კი ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება მალევე განიმუხტა.
XS
SM
MD
LG