Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთიდან ქართველი სამხედროების მორიგი ჯგუფი დაბრუნდა


ქართველი სამშვიდობოების მორიგი ჯგუფი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკის აეროპორტში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დახვდნენ. "დღეს დაგვიბრუნდა ბათუმის ბატალიონის ბოლო ნაწილი. დიდი მადლობა მათ, ამ სამსახურისთვის და მისიის წარმატებისთვის. ამ მისიით ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ძლიერი პარტნიორია და უნდა ენდოს და ენდობიან კიდეც ნატოს წევრი სახელმწიფოები. ასევე ვულოცავ მათ უდანაკარგოდ დაბრუნებას", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ქართველი სამხედოები ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში 2010 წლიდან მონაწილეობენ. 1550 ჯარისკაცით საქართველო პირველ ადგილზეა ISAF-ში მონაწილე NATO-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის. სამხედრო მისიის შესრულების დროს ავღანეთში 29 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG