Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის მებრძოლებმა სამხედრო ავტობუსი ააფეთქეს


თვითმკვლელი მოიერიშე კვირას ქაბულში თავს დაესხა სამხედრო ავტობუსს, რომელშიც სულ მცირე ოთხი კაცი დაიღუპა. მათ შორის ერთი ქალია. სამხედრო წყაროების ცნობით აფეთქების შედეგად 22 კაცი დაიჭრა. ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარ იერიშზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ეს ამ თვეში უკვე მეორე მასშტაბური თავდასხმაა ავღანეთის დედაქალაქში. 17 იანვარს 21 ადამიანი დაიღუპა ქაბულის ერთ-ერთ პოპულარულ რესტორანში ექსტრემისტების მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG