Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინელი აქტივისტის წამების გამო


აშშ შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინელი ოპოზიციონერი აქტივისტის, დმიტრო ბულატოვის წამების ფაქტის გამო. ბულატოვი, რომელიც ერთი კვირის გაუჩინარდა, ხუთშაბათს ღამით გამოჩნდა კიევთან, სასტიკად ნაცემი. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ პარასკევს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „ჩვენ შეძრწუნებული ვართ წამების - წამების - აშკარა ნიშნებით, რომლებიც მიყენებული აქვს პროტესტის ერთ-ერთ ლიდერს, დმიტრი ბულატოვს, რომელიც გუშინ იპოვეს ერთი კვირა გაუჩინარების შემდეგ. ჩვენში ღრმა შეშფოთებას იწვევს გახშირებული ცნობები დემონსტრანტების გაუჩინარების, მათი ცემისა და წამების, ისევე როგორც ჟურნალისტებზე თავდასხმების შესახებ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ზოგი ეს ცნობა მიანიშნებს უშიშროების ძალების მონაწილეობაზე“, განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა უკრაინაში დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის საკითხზე.
XS
SM
MD
LG