Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაშავებული ოპოზიციონერი სამკურნალოდ ლიტვაში ჩავიდა


უკრაინელი ოპოზიციონერი დმიტრი ბულატოვი, რომელიც იანვარში გაიტაცეს, და, მისი თქმით, რამდენიმე დღე აწამეს, დღეს ლიტვაში ჩავიდა სამკურნალოდ. 35 წლის ბულატოვი უკრაინაში ბრალდებულია მასობრივი არეულობების ორგანიზებაში. უკრაინის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, კიევში სასამართლომ კვირას მისცა ბულატოვს უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრების უფლება, მაგრამ არ დაუხურავს მის წინააღმდეგ აღძრული საქმე. ბულატოვი 22 იანვარს გაუჩინარდა და 30 იანვარს ისევ დაუკავშირდა ახლობლებს, სხეულზე მძიმე დაზიანებებით. ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ამ ერთი კვირის წინა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის სამედიცინო დახმარებით და რეაბილიტაციის უზრუნველყოს პირები, ვინც უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად დაშავდა. ბულატოვი ევრომაიდნის მესამე აქტივისტია, რომელიც ვილინიუსის კლინიკებში სამკურნალოდ მიიღეს.
XS
SM
MD
LG