Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეული და ფხენიანი მსჯელობენ გახლეჩილი ოჯახების შეხვედრაზე


ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა მსჯელობენ იმ ოჯახების შეხვედრების საკითხზე, რომლებიც 1950-53 წლების კორეის ომის დროს გაიყვნენ. შეხვედრა შედგება სასაზღვრო პუნქტზე, სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე. ამ შეხვედრებს ორივე მხრიდან სამ-სამი წარმომადგენელი დაესწრება. გახლეჩილი ოჯახების პირველი შეხვედრა 1985 წელს შედგა, მეორე კი 2000 წელს. სულ გაიმართა 20-მდე მსგავსი შეკრება, რომლებზეც ერთმანეთს 3800 ოჯახზე მეტი შეხვდა. სამი წლის წინ შეხვედრები ორ ქვეყანას შორის გაუარესებული ურთიერთობის გამო შეწყდა.
XS
SM
MD
LG