Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნულანდმა ბოდიში მოუხადა ევროკავშირის ლიდერებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ბოდიში მოუხადა ევროკავშირის ლიდერებს უკრაინაში აშშ-ის ელჩთან სატელეფონო საუბრისათვის, რომლის დროსაც უხეში გამონათქვამი გამოიყენა ევროკავშირის მისამართით. საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელებაში, თეთრი სახლის პრესმდივნის ჯეი კარნის განცხადებით, სავარაუდოდ, რუსეთის ხელი ურევია. სატელეფონო საუბრის ჩანაწერში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა რუსული სუბტიტრებით, როგორც ჩანს, ნულანდი და უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩი ჯეფრი პაიტი უკრაინაზე მსჯელობენ და ერთ ადგილას ნულანდი მიუღებელ საიტყვებს იყენებს უკრაინაში კრიზისის მოგვარების მიმართ ევროკავშირის ქმედებით თავისი გაღიზიანების გამოსახატად. ნულანდი ხუთშაბათს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტსა და ოპოზიციის ლიდერებს.
XS
SM
MD
LG