Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ექსტრემისტებმა სამი მილსადენი ააფეთქეს


პაკისტანის სეპარატისტულ ბელუჯისტანში ექსტრემისტებმა სამი გაზსადენი ააფეთქეს, რის გამოც პენჯაბის პროვინციის მილიონობით მცხოვრები დარჩა ბუნებრივი აირის გარეშე. როგორც გაზსადენების მმართველ კომპანიაში აცხადებენ, მილსადენების აღდგენას ორი დღე დაჭირდება. პაკისტანის სამხრეთ საპორტო ქალაქ კარაჩიში კი შეიარაღებული პირები რელიგიური ცერემონიას დაესხნენ თავს და 8 კაცი დახოცეს. კვირას კი ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ხალხში ჯერ ყუმბარა ისროლეს შენობაში, სადაც სუფია სასულიერო პირი მლოცველებს ღებულობდა, ხოლო შემდეგ კი სროლა ატეხა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
XS
SM
MD
LG