Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისში გაიმართება ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა


12 თებერვალს თბილისში გაიმართება ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა, 28+1 ფორმატით. სხდომაზე იმსჯელებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე, ქვეყნის თავდაცვის სისტემის გარდაქმნაზე, საქართველოს წვლილზე ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე. სამხედრო კომიტეტის სხდომამდე დელეგაციის ხელმძღვანელი - გენერალი კნუდ ბარტელსი შეხვდება საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას. შემდეგ დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს გენერალური შტაბის უფროსთან - გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან. გენერალი კნუდ ბარტელსი დღეს პრეს-კონფერენციას გამართავს. სამხედრო კომიტეტის სხდომის შემდეგ ნატოს დელეგაციას სამუშაო ვახშამზე უმასპინძლებს სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი.
XS
SM
MD
LG