Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს


"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კვლავ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს და განმარტავს, რომ ამ განცხადების საფუძველს "კოალიცია ქართული ოცნების" წევრის ლევან ბერძენიშვილის პოზიცია აძლევს. "ის ძალიან გულდაწყვეტით საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" რებრედინგი და ეს თურმე ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ეს ადრეც მოვისმინეთ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენა არის ქართული დემოკრატიის გადარჩენა", - აღნიშნა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა და დასძინა, რომ ვადამდელი არჩევნებით უნდა დასრულდეს ის შეხმატკბილებული პოზიცია, რაც "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არსებობს.
XS
SM
MD
LG