Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში საპატიმროდან გაათავისუფლეს ყველა დემონსტრანტი


უკრაინის ოპოზიციის თანახმად, ბოლო, თითქმის სამი თვის განმავლობაში მოწყობილი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ყველა მონაწილე გაათავისუფლეს ამნისტიის კანონი თანახმად. უკრაინის წინააღმდეგობის გაერთიანებული შტაბების თანახმად, პარასკევს გააათავისუფლეს 234 დაკავებული დემონსტრანტი. გაერთიანებაში უკრაინის სამი წამყვანი ოპოზიციური ძალა შედის. პარლამენტმა გასულ თვეში მიიღო ამნისტიის კანონი, რათა პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის ხელი შეეწყო. უკრაინის გენერალური პროკურორის, ვიქტორ პშონკას თქმით, ყველა ამ დაკავებულის მიმართ აღძრული საქმეები გაუქმდებდა, თუ დემონსტრანტები დატოვებდნენ ქუჩებს და სამთავრობო შენობებს, რომლებიც დაიკვეს 17 თებერვალს. ოპოზიცია ყველა დაკავებულის უპირობო განთავისუფლებას მოითხოვდა.
XS
SM
MD
LG