Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრება


22 თებერვლიდან პირველ მარტამდე საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მათ ექნებათ უმაღლესი დონის შეხვედრები. "ეს არის პირველი უმაღლესი რანგის ვიზიტი აშშ-ში ჩვენი ხელისუფლებისთვის. მისი მნიშვნელობა არის უაღრესად დიდი. ჩვენ ვიმუშავებთ და შეხვედრები გვექნება ბევრი მიმართულებით და ესაა კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG