Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკო გათავისუფლდა ციხის საავადმყოფოდან


უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ უკვე დატოვა ხარკოვის ციხის საავადმყოფო. დღეს უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, რომელიც დღეიდან ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციასაც ითავსებს, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო აქტს, რომელიც პატიმრობაში მყოფი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. ტიმოშენკოს 2011 წელს შვიდი წლით მიუსაჯეს პატიმრობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და გაფლანგვის ბრალდებების საფუძველზე. ტიმოშენკოს სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულადაა მიჩნეული ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ.
XS
SM
MD
LG