Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: უკრაინის დაშლა არავის ინტერსებში არ უნდა შედიოდეს


უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველი სუზან რაისი აცხადებს, რომ უკრაინის დაშლა და შემდგომი ესკალაცია არც რუსეთის, არც ევროპის და არც აშშ-ის ინტერსებში არ უნდა შედიოდეს. კვირას ტელეკომპანია NBC-ის პროგრამა “პრესასთან შეხვედრაში“ საუბრისას ტელეწამყვანის შეკითხვის პასუხად რაისმა აღნიშნა, რომ რუსეთისათვის „მძიმე შეცდომა“ იქნებოდა, თუკი უკრაინაში სამხედრო ძალის გაგზავნით შეეცდებოდა მოსკოვისათვის უფრო მისაღები ხელისუფლების აღდგენას. რაისის ეს კომენტარი მოჰყვა „ვერხოვნა რადის“ მიერ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისათვის უფლებამოსილების შეჩერაბას. კვირას კი უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შესრულება პარლამენტის სპიკერს ალექსანდრ ტურჩინოვს დააკისრა. ტურჩინოვი, პარტია „ბატკივშჩინის“ წევრი და პარლამენტის ახლადარჩეული სპიკერი, პრეზიდენტის მოვალეობას მომავალ არჩევნებამდე შეასრულებს.
XS
SM
MD
LG