Accessibility links

უმაღლესი რადა მუშაობას დღეს განაახლებს


უკრაინის უმაღლესი რადა მუშაობას დღეს, 16:00 საათზე განაახლებს. რადის სპიკერმა ალექსანდრე ტურჩინოვმა გუშინდელი პლენარული სხდომა შეწყვიტა, ხოლო დღეისათვის ფრაქციებისა და კომიტეტების საბჭოს სხდომა დანიშნა: "ორშაბათს ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელების მონაწილეობით სხდომა გაიმართება, ხოლო 16:00 საათზე პარლამენტის პლენარულ სხდომას გავმართავთ", - განაცხადა ტურჩინოვმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG