Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლებას გმობს


საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლებას კონფლიქტის შენარჩუნების და გართულებისკენ მიმართულ ქმედებად აფასებს. "მინდა მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩვენთან ერთად ხმა აიმაღლოს ამ სრულიად უკანონო ქმედების წინააღმდეგ,“ განაცხადა დღეს გიორგი მარგველაშვილმა. მან მიმართა რუსეთსაც, რომ მავთულხლართების გავლება კიდევ ერთი დანაშაული და საერთაშორისო სამართლის ნორმების კიდევ ერთი დარღვევაა. პრეზიდენტი დღეს საღამოს გეგმავს ჩასვლას შიდა ქართლში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ამ კვირაში განაახლეს მავთულხლართების გავლებაქარელის რაიონის სოფელ ატოცთან. "შემაშფოთებელია, რომ ერთი მხრივ, არაფერი გაკეთებულა თითქოსდა სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის გადმოწეული 11-კილომეტრიანი ზონის გასაუქმებლად და ამასთან, რომ განახლდა მავთულხლართების გავლების სრულიად უაზრო პროცესი,“ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, მავთულხლართებს არ გააჩნია სტრატეგიული სამხედრო დანიშნულება და მათი გავლება მხოლოდ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
XS
SM
MD
LG