Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე მიშელ ობამამ დააჯილდოვა


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის „ქალთა საერთაშორისო სიმამაცის ჯილდოს“ ერთ-ერთი მფლობელი გახდა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე. ქალთა საერთაშორისო სიმამაცის ჯილდო რუსუდან გოცირიძეს გადასცა ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ. „ეპისკოპოს გოცირიძის დაჯილდოება არის საქართველოს ყველა მოქალაქისათვის სასარგებლოდ შემწყნარებლობის, შესაძლებლობებისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად გაწეული საქმიანობის აღიარება,“ ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG