Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი იორდანიაში ჩავიდა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესზე სასაუბროდ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იორდანიაში ჩავიდა მეფე აბდულასთან ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესზე სასაუბროდ. კერი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და პალესტინელებს აპრილის მიწურულამდე დაიყოლიებს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევ გეგმაზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ ამ კვირაში ვაშინგტონში განაცხადა, რომ სურს სამშვიდობო შეთანხმების დადება, მაგრამ პალესტინელებმა ჯერ ისრაელი უნდა აღიარონ, როგორც ებრაული სახელმწიფო და გამოეთხოვონ პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნების იმედს. თავის მხრივ, პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობა მდინარე იორდანეს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში არის მთავარი დაბრკოლება შეთანხმებისათვის, რომლის საფუძველზეც შეიქმნება პალესტინური სახელმწიფო.
XS
SM
MD
LG